ბესარიონ სიმონიშვილი - დღეიდან, 37 დევნილი ოჯახი ახალ ცხოვრებას იწყებს

გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი კიდევ 37 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ბინის მიღება სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა მიულოცა.

„გილოცავთ კიდევ ერთხელ, დღეიდან თითოეული თქვენგანი ახალ ცხოვრებას იწყებს. სიმბოლურია, რომ დღეს დევნილ ოჯახებს ბინებს, გორში საოკუპაციო ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, სწორედ იმ ქალაქში გადავცემთ, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხო ომი 12 წლის წინ. მე ძალიან კარგად მესმის თქვენი ტკივილი, რადგან ე.წ საზღვარი დღეს სწორედ ჩემს მშობლიურ სოფელზე გადის. მიუხედავად ამისა, დღეს საზეიმო დღე გვაქვს, 37 ოჯახი საკუთარი ბინის გასაღებს მიიღებს. 2013 წლიდან, ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ თითოეულ დევნილს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს. დღეიდან, უკვე თქვენც შეუერთდებით იმ 21 000-ზე მეტ ოჯახს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ახალი საცხოვრებელი გადაეცათ. მჯერა, რომ თითოეული ადამიანი, ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა, უკან მშვიდობიანი გზით დაბრუნდება, მანამდე კი, ახალ სახლებში ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში საცხოვრებელი 21 655 დევნილ ოჯახს გადაეცა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს