ხათუნა გოგორიშვილი - გიორგი რურუა  არის პოლიტიკური პატიმარი და ეს იცის ყველამ, მთელმა მსოფლიომ

„ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი სამოქალაქო აქტივისტების მიერ გიორგი რურუას გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნას უერთდება.

მისი თქმით, გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა 8 მარტის შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი პირობა რურუას გათავისუფლება იყო.

„ევროპული საქართველო“, მისი წევრები და აქტივისტები ვუერთდებით სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივას გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ყველასთვის ცნობილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია 8 მარტის შეთანხმება და პოლიტპატიმრები, კონკრეტულად კი გიორგი რურუა, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი და ეს იცის ყველამ, მთელმა მსოფლიომ, არ გაათავისუფლა.

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, ვისაც სურს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობდეს, ვისაც სურს, რომ კანონიერება იყოს უზენაესი რეალობა ჩვენი ქვეყნისა, აგროვებენ ხელმოწერებს გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის და „ევროპული საქართველოც“ ამ პროცესის ნაწილია“, -განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს