ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიხეილ პირმისაშვილი საქართველოს ეკლესიის წევრი არ არის, რაზეც მრევლს ინფორმაცია უკვე მიეწოდა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიხეილ პირმისაშვილი საქართველოს ეკლესიის წევრი არ არის, რასთან დაკავშირებითაც მრევლს საპატრიარქომ ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენი ეკლესიის წევრი არ არის. მის შესახებ არ ვიცით, რა უფლებით მსახურობს აქ. არ ვიცით, რა უფლებით შედის ეკლესიებში, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას. მივაწოდეთ ინფორმაცია მრევლს, რომ ეს ადამიანი საქართველოს ტერიტორიაზე მსახურობს და რომ ის არ არის საქართველოს ეკლესიის წევრი. ზუსტად არ ვიცი, რომელ ეკლესიაში მსახურობს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჟაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მიხეილ პირმისაშვილი ამჟამად არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში.

„თვითმარქვია სასულიერო პირი. ე.წ. მეუფე მიქაელი — მიხეილ პირმისაშვილი - საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა ე.წ. მეუფე მიქაელის საქმიანობის თაობაზე. აღნიშნული პიროვნება სოციალურ ქსელში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებისა და მღვდელმსახურების აქტიურ დისკრედიტაციას ეწევა და ამ მიზნით სატელევიზიო ეთერშიც არაერთხელ იყო მიწვეული სასულიერო პირის (მაღალი იერარქის) სტატუსით. ეს ყოველივე კი მოსახლეობის დიდ ნაწილს აბნევს და შეცდომაში შეჰყავს.

საქართველოს საპატრიარქოში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პირის ნამდვილი სახელი და გვარია მიხეილ პირმისაშვილი. მან სასულიერო ცხოვრების გზა რუის-ურბნისის ეპარქიაში დაიწყო, თუმცა ამჟამად არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში, არასოდეს ყოფილა ხელდასხმული დიაკვნად, მღვდლად და, მით უფრო, ეპისკოპოსად. როგორც ბოლო დროს შევიტყვეთ, იგი საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებლურ ტაძარშიც თვითნებურად და უნებართვოთ ატარებს მსახურებას, ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მართებული ინფორმაცია მივაწოდოთ. ზემოაღნიშნული პიროვნების მიერ ნებისმიერი სამღვდელო წესის შესრულება და საეკლესიო საიდუმლოების თეატრალიზება მართლმორწმუნე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, ხოლო მის მიერ იმიტირებულ მსახურებაზე ჩვენი ეკლესიის მრევლის დასწრება — მძიმე საეკლესიო დანაშაული. გარდა ამისა, ხსენებული პიროვნების მიერ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში მსახურების თვითნებურად აღსრულება სხვის საკუთრებაში უნებართვოდ შეჭრაა და სამართალდარღვევას წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს