არჩილ თალაკვაძე - "ქართული ოცნების“ ხელწერა არასდროს ყოფილა ძალადობა

"ქართული ოცნების“ ხელწერა არასდროს ყოფილა ძალადობა. ჩვენი მიზანი და ღირებულება ყოველთვის იყო დემოკრატიის გაძლიერება, თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და კონსტრუქციული თანამშრომლობა,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ყველა პირობა არის შექმნილი, რომ საარჩევნო კამპანია თავისუფალ და პოზიტიურ გარემოში ჩატარდეს.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ის, ვინც ამ ღირებულებების წინააღმდეგ წავა, პირველ რიგში, პასუხს აგებს კანონით გათვალისწინებული წესით და შემდეგ არჩევნებზე.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს. არავის მივცემთ საშუალებას, კონსტრუქციული საარჩევნო გარემო და ის პოზიტიური საარჩევო კამპანია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, დააზიანოს და ჩრდილი მიაყენოს ამ დემოკრატიულ მიღწევას. ეს არის ჩვენი, ჩვენი მოქალქეების და მეგობრების საერთო ნება და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ძალიან პრინციპული პოზიცია ააქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მსურს გითხრათ, სამართალდამაცავებს აქვთ სრული საკანონმდებლო და სრული პოლიტიკური მხარდაჭერა იმისთვის, რათა მოხდეს ასეთი ინციდენტების პრევენცია და თითოეულ მათგანზე რეაგირება. „ქართული ოცნების“ ინტერესებში არასდროს ყოფილა და „ქართული ოცნების“ ხელწერა არასდროს ყოფილა ძალადობა. ჩვენი მიზანი და ღირებულება ყოველთვის იყო დემოკრატიის გაძლიერება, თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და კონსტრუქციული თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ამის საპირისპიროდ მოქმედებდა ძველი ოპოზიცია და ჩვენი ოპონენტები, რომლებიც სავარაუდოდ იკვეთებიან, რომ ამ ინციდენტებში არიან ჩართულები. პოლიტიკური შეფასება მივცე ამ ყველაფერს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ძალადობის ინციდენტებში, როდესაც მას აქვს 56%-ზე მაღალი მხარდაჭერა, მას ჰყავს გამოცდილი გუნდი, მას ჰყავს წარდგენილი ახალი თანაგუნდელები, წარდგენილი აქვს ძლიერი პროგრამა და ჰყავს ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატები. ჩვენ ქვეყანაში ყველა პირობა გვაქვს შექმნილი, რომ საარჩევნო კამპანია თავისუფალ და პოზიტიურ გარემოში ჩატარდეს, ვინც ამ ღირებულებების წინააღმდეგ წავა, რა თქმა უნდა, ის პირველ რიგში პასუხს აგებს კანონით გათვალისწინებული წესით და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის არჩევნებზე“,-განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მარნეულში გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და „პირველი არხის“ ოპერატორს, ასევე დაუზიანეს კამერები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა