გიგი წერეთელი - მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა ნათლად გვაჩვენებს ვითარების სიმძიმეს

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ მარნეულში მომხდარი ინციდენტი და მსგავსი ფაქტები მძიმე დარტყმას აყენებს საარჩევნო პროცესს, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საარჩევნო პროცესის შეფასებაზე.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების განცხადებები სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე, არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ სიტყვებით და ის უნდა განმტკიცდეს კონკრეტული მოქმედებებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, სწორედ მსგავსი ფაქტების დაუსჯელობამ და შერჩევითმა დამოკიდებულებამ წაახალისა დაპირისპირება და ძალადობა.

„მარნეულში განხორციელებული მორიგი ძალადობა, ამჯერად უკვე ჟურნალისტებზე არის ერთი მხრივ სრულიად მიუღებელი და მეორე მხრივ, ძალიან მძიმე დარტყმას აყენებს საარჩევნო პროცესს. ხელისუფლების მხრიდან ვითარების რადიკალიზაცია, ყველაფრის ოპონენტებისთვის გადაბრალება და შიშის დანერგვა ამომრჩევლებში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს და ამავდროულად, ცუდ როლს ითამაშებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები არჩევნების მაღალ სტანდარტზე და დემოკრატიულობაზე უნდა იყოს გამაგრებული კონკრეტული მოქმედებებით და ამგვარი გარემოს შექმნა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მოძალადე არ დარჩეს დაუსჯელი, რადგან სწორედ წინა პერიოდში მსგავსი ფაქტების მიმართ დაუსჯელობამ, შერჩევითმა დამოკიდებულებამ, წაახალისა დაპირისპირება და ძალადობა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას “ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს