გიგი წერეთელი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას ტელეფონით ესაუბრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, საუბრის ძირითადი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება იყო. ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

გაფაროვას განცხადებით, 27 სექტემბრიდან, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს სამხედრო შეტევა მთლიანი ფრონტის ხაზზე, სადაც გამოყენებული იყო არტილერია და მსხვილკალიბრიანი იარაღი.

მისივე განცხადებით, ეს არის უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის და აგრესიის ტოლფასია.

გაფაროვამ ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, რომ მოსალოდნელი იყო სამხედრო პროვოკაცია.

მისივე განმარტებით, აზერბაიჯანის საპასუხო დარტყმის შედეგად აზერბაიჯანი აკონტროლებს სოფლებს ფიზულისა და ჯაბრაელის რაიონებში, რაც, მისივე განმარტებით, წარმოადგენს აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიას.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს უკვე მეორე სამხედრო შეტაკებაა მოკლე პერიოდში.

„მთავარ ამოცანას წარმოადგენს სისხლისღვრის შეწყვეტა, რადგან უკვე დიდია მსხვერპლი სამხედრო და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, აუცილებელია, რომ მხარეებმა აქტიურად ითანამშრომლონ ეუთოს მინსკის ჯგუფთან, რომელიც წარმოადგენს ძირითად მექანიზმს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის და ომის გზით ტერიტორიული დავის გადაწყვეტა არ შეესაბამება ეუთოს პრინციპებს.

ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ეუთოს პლატფორმა, აღმასრულებელ და საპარლამენტო ლიდერებს, იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო პოზიციების დაახლოებასა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას ყარაბაღის კონფლიქტის უსისხლოდ მოგვარებისთვის “, -განაცხადა წერეთელმა.

გიგი წერეთლის თქმით, ასევე არსებობს მუდმივი კონტაქტი სომხურ მხარესთან და მათგან მოწოდებულია ოფიციალური ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით პროგრესის ნაცვლად ჯერ კიდევ ომი გვაქვს ამ რეგიონში, ახლა უნდა ვიფიქროთ საომარი მოქმედებების სასწრაფოდ შეჩერებაზე და ყველა საერთაშორისო აქტორი უნდა ჩაერთოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესში.

რაც მთავარია, მოლაპარაკებები არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს მხრიდან დროის მოგებას, არამედ უნდა იყოს ორიენტირებული კონკრეტულ შედეგებზე, საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის პრინციპებზე და ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე“, - აცხადებს წერეთელი.

გიგი წერეთელსა და გაფაროვას შორის სატელეფონო საუბარს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა