ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ბელგიამ ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა

ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ბელგიამ ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყნის 7 პარტია საბოლოოდ კოალიციის შექმნაზე შეთანხმდა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ალექსანდრ დე კროო დასახელდა. ის დროებითი მეთაურის, სოფი ვილმესის ადმინისტრაციას შეცვლის, რომელიც მარტში დაინიშნა. დე კროო ბელგიელ კანონმდებლებს ახალ გეგმას 1-ელ ოქტომბერს წარუდგენს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბელგიას 2018 წლის დეკემბრის შემდეგ, რაც ოთხპარტიული კოალიცია ჩამოიშალა, სრულფასოვანი მთავრობა არ ჰყოლია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა