სამოქალაქო პლატფორმა 20/20  - მოვითხოვთ უსწრაფესად დაისაჯონ ჩვენს დამკვირვებელზე თავდამსხმელები

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, უსწრაფესად დაისაჯონ პირები, რომლებიც ორგანიზაციის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს მარნეულში თავს დაესხნენ. ამის შესახებ მათ განცხადებაშია აღნიშნული.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ცნობით, გიორგი მუმლაძე, რომელიც მარნეულის საარჩევნო ოლქში სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს, შეესწრო ფაქტს, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამ წარმომადგენელს თავს დაესხნენ.

როგორც სამოქალაქო პლატფორმაში განმარტავენ, დამკვირვებელს აღნიშნული ფაქტის ტელეფონით დაფიქსირებაში ხელი შეუშალა „ქართული ოცნების“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსმა ამირან გიორგაძემ, რომელმაც ჯერ ტელეფონი ხელიდან გააგდებინა მუმლაძეს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.

„გიორგი მუმლაძემ უკვე მისცა ჩვენება ადგილობრივ სამართალდამცველებს, მის მიერ დასახელებული და იდენტიფიცირებულია ყველა პირი, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შესაბამისად, მოვითხოვთ, უსწრაფესად დაისაჯონ ისინი და მიეცენ პასუხისგებაში.

ასევე, ვგმობთ მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტებს ოპოზიციური პარტიის და მედიის წარმომადგენლების მიმართ. „მარნეულში და ბოლნისში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია უკვე დიდი ხანია გასცდა კანონით დადგენილ ჩარჩოებს. ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა არაერთი სამართალდარღვევის ფაქტი. აღნიშნულის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა რამდენჯერმე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და მოითხოვა დამკვირვებლების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლებიც ადგილზე ჩავლენ და განახორციელებენ სადამკვირვებლო მისიას.

მომხდარი ძალადობის ფაქტებიდან გამომდინარე შეუძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ ქვეყანაში ჩატარდება დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, ჩაატარებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და უსწრაფესად დასაჯოს ჩვენს დამკვირვებელზე, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდამსხმელები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ძალადობის წახალისება და საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო დაიძაბება“,-აღნიშნულია “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს