პოლონეთს ახალი მთავრობა ჰყავს

პოლონეთის პრემიერ - მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა, რომლის ფორმირების შესახებ მოლაპარაკება შედგა მმართველ კოალიციაში „გაერთიანებულ მემარჯვენეებში“.

მთავრობის ახალ შემადგენლობაშია პოლონეთის მმართველი პარტიის „სამართლისა და სამართლიანობის“ თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკი, რომელიც უპორტფელო ვიცე პრემიერის თანამდებობას დაიკავებს და იქნება უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

მორავეცკის თქმით, კაჩინსკის მთავრობაში ყოფნა გაამყარებს მის საქმიანობას.

26 სექტემბერს პოლონეთის სამმა პარტიამ, რომლებიც ერთიანდებიან კოალიცია „გაერთიანებულ მემარჯვენეებში“, ხელი მოაწერეს ახალ კოალიციურ შეთანხმებას. ამით წერტილი დაესვა კრიზისს, რომელიც წარმოიშვა კანონპროექტზე კენჭისყრის შედეგად „ცხოველთა უფლებების შესახებ“ და რომელსაც ლობირებას კაჩინსკი უწევდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა