მამუკა ხაზარაძე - პირველი ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები და შესაძლებლობა ყველა ადამიანისთვის

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლისას "ლელო" პირველ ნაბიჯებს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისთვის გადადგამს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტიას გააჩნია კონკრეტული გეგმა, როგორ დაასტაბილუროს ეროვნული ვალუტა და დაიყვანოს ნორმალურ ნიშნულამდე.

ამასთან, როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანები, რომლებიც "ლელომ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარადგინა, გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, განათლებითა და პატრიოტიზმით. მამუკა ხაზარაძის თქმით, "ლელოს" აქვს კონკრეტული მიზანი, რომ საქართველოში დასრულდეს 30 - წლიანი ჩაკეტილი ციკლი და ქვეყანამ სწრაფი განვითარება დაიწყოს.

მისი თქმით, პარტიას გააჩნია მარშალის გეგმა, რომლის განხორციელების პასუხისმგებლობას "ლელოს" გუნდი იღებს.

"გაგიკვირდებათ და ქვეყანას არ აქვს სასმელი და სარწყავი წყალი. არის ისეთი ელემენტარული საკითხები ქვეყანაში, რომლის ჩამონათვალი დიდია. პრობლემის მოგვარების პირველი საკითხი იქნება მივიღოთ ის საკანონმდებლო აქტები, რომელიც ხელს შეუწყობს მარშალის გეგმის განვითარება, იმისთვის, რომ საქართველო სწრაფად გახდეს ფინანსური ცენტრი. სერიოზული ინვესტიციების გარეშე ჩვენს ქვეყანას სწრაფად ვერ ამოვიყვანთ მდგომარეობიდან. ამიტომ, პირველი ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები და შესაძლებლობა ყველა ადამიანისთვის. რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ დავასტაბილუროთ ლარი და დავიყვანოთ ნორმალურ ნიშნულამდე. ასევე გვაქვს შეთავაზება, რომ მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების ვალდებულების რეფინანსირება და გადავადება 6 თვით. ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმე", - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს