გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ზუსტად იცის, რას  "დააბრალებს“ გამოძიება - საიდან აქვს პროგნოზები თავისი შესაძლო, დანაშაულის შესახებ?

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დავით გარეჯთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომიმართვით აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ზუსტად იცის, რას „დააბრალებს“ გამოძიება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ საიდან აქვს მიხეილ სააკაშვილს პროგნოზები თავისი შესაძლო დანაშაულის შესახებ.

„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ზუსტად იცის, რას „დააბრალებს“ გამოძიება, რა თანხაზე იქნება საუბარი, რა გვარების ადამიანები ჩაერთვებიან ამ გამოძიებაში. მას დაუსვან შეკითხვები, თუ საიდან აქვს პროგნოზები თავისი შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაზეც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს“,-აცხადებს ვოლსკი.

კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ახლა, ვოლსკი აცხადებს, რომ „გამოძიება სწორედ იმ დროს უნდა დაიწყოს, როცა საგამოძიებო ორგანოს შესაბამის მტკიცებულებები გააჩნია“.

„რამდენად გაითვალისწინებს ამ მტკიცებულებებს სასამართლო და რა დასკვნამდე გავა გამოძიება, ამას რასაკვირველია, წინასწარ ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ გეტყვით“,-განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს