ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯზე - არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ, ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! - უსინდისოდ დადგმული სცენარია

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს „უსინდისოდ დადგმული სცენარია“.

როგორც ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუში "360 გრადუსი" განაცხადა, გაუგებარია, თუ ხელისუფლებას აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე ინფორმაცია და მყარი მტკიცებულებები ჰქონდა, რატომ არ დაიწყო 8 წლის განმავლობაში გამოძიება.

ბიძინა ივანიშვილის გუნდი 8 წელია ხელისუფლებაშია და გინდათ მითხრათ, რომ არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! მართლა დებილები გგონივართ? ხელისუფლებას მივმართავ, თქვენ რა გგონიათ, ხალხი ვერ აზროვნებს და ვერ ხვდება, რომ ეს უსინდისოდ დადგმული სცენარია?! თუ დასაჭერი იყო ამდენი ხანი სად იყავით, თუ მიწები აჩუქა გინდ აზერბაიჯანს, გინდ სომხეთს და რუსეთს, რა პიჯაკებზე აღძარით საქმე. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. სააკაშვილის დაცვის არავითარი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თავზე უნდა დაგვამხონ ყველაფერი და იფიქრონ, თითქოს ვერაფერს ვხვდებით. ის ხელისუფლება ნამდვილად არ არის ხელისუფლებაში ყოფნის ღირსი, რომელიც ფიქრობს, რომ ასე მასხრად შეიძლება ხალხი აიგდო და ათამაშო“,-აცხადებს ბურჯანაძე.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ მატყუარა ხელისუფლებაა, რომელსაც ფულისა და ძალაუფლების გარდა, სხვა მორალი არ გააჩნია.

„ეს არის მატყუარა ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის იხსენებდა ჟვანიას გარდაცვალების საკითხს არჩევნების წინ, 26 მაისი ახსენდებოდათ არჩევნების წინ, ასევე ახალგაზრდების ტრაგიკული გარდაცვალებები იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არავითარი მორალი არ აქვს. ამ ხელისუფლების მთავარი მორალი არის ფული და ძალაუფლება. მათთვის მთავარია, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება“,-აცხადებს ბურჯანაძე.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო