კომპანია Survation ისნის მაჟორიტარულ ოლქში წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევას აქვეყნებს

კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

ბრიტანულმა კომპანიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დედაქალაქის ორ მაჟორიტარულ ოლქში ჩაატარა. საბურთალო და ისანი.

ისნის მაჟორიტარულ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? შედეგები ასე გადანაწილდა.

კახა კახიშვილი "ქართული ოცნება" - 53,9%. ხატია დეკანოიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 21,0%.გიორგი ვაშაძე "სტრატეგია აღმაშენებელი" -15,1%.დავით ჭიჭინაძე "ტრიბუნა" - 5,5%.ლანა გალდავა "ლელო" - 2,3%.

სხვა კანდიდატი -2,2%.

პარტიული რეიტინგები იმავე მაჟორიტარულ ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? შედეგებ ასე გადანაწილდა.

"ქართული ოცნება" - 55,7%."ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 19,7%.გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5,8%."ევროპული საქართველო" - 4,5%."ლეიბორისტული პარტია" -3,5%."პატრიოტთა ალიანსი" - 2,9%.

"გირჩი" - 1,9%."ლელო" - 1,6%."ერთიანი საქართველო" -0,4%.სხვა პარტიას ანიჭებს უპირატესობას - 4,0%.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში ?

68% თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებს მონაწილეობას. 6% ამბობს, რომ ალბათ მიიღებს მონაწილეობას, 50/50ზე პასუხი აქვს -16%-ს, არ მიიღებს მონაწილეობას ამბობს - 8%, არ ვიცი/ უარი პასუხზე კი,- 2,%.

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის დაკვეთით, Survation კვლევები თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

''რუსთავი2"-ის ინფორმაციი, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო