ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობა განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებელი და სრული შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

„შეხვედრაზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გამო. ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებელი და სრული შეწყვეტისკენ, დაძაბულობის დეესკალაციისა და მაქსიმალური თავშეკავების გამოიჩენისკენ მოუწოდეს," - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კრემლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმას, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს.

მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს