ანგელა მერკელი - ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სიტუაცია საერთაშორისო საკითხია, ეს არის რუსეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაული

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განმარტებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სიტუაცია არა მხოლოდ რუსეთსა და გერმანიას შორის განსახილვევლი თემაა, არამედ საერთაშორისო საკითხია.

„ეს არ არის ორმხრივი საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დანაშაული, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა, ის ქიმიური იარაღის კონვენციას არღვევს, რის გამოც ის საერთაშორისო საკითხია,“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, გერმანია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შედეგებს დაელოდება და ამის შემდეგ ადეკვატური რეაქციის შესახებ ევროკავშირის ფარგლებში იმსჯელებს.

ანგელა მერკელმა რუსეთს ალექსეი ნავალნიზე განხორციელებული თავდასხმის სრული და გამჭირვალე გამოძიებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო