Reuters - რომის პაპმა მაიკ პომპეოსთან აუდიენციაზე უარი განაცხადა

რომის პაპი ფრანცისკემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიღებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის განმარტებით, პაპი საარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსებს არ ხვდება.

„პაპმა უკვე გარკვევით განაცხადა, რომ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ფიგურების მიღება არ ხდება. ეს არის მიზეზი,“- აღნიშნა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა.

რომის პაპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მაიკ პომპეოს განცხადება ჩინეთისა და კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობის შესახებ. პომპეომ გააკრიტიკა წმინდა საყდარი, რადგან ვატიკანი ჩინეთთან ეპისკოპოსების დანიშვნასთან დაკავშირებულ შეთანხმებას აგრძელებს და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით კათოლიკური ეკლესიის „მორალურ ავტორიტეტს საფრთხე ექმნება“.

კარდინალ პიეტრო პაროლინის განმარტებით, ვატიკან- ჩინეთის შეთანხმება ეკლესიებს შორის განხილვის საკითხია და მას ამერიკის პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა