ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპს ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული საქმის გარკვევისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი რობერტ მენენდესი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდობენ.

„შეშფოთებულები ვართ შეფასებებით, რომ ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში „ნოვიჩიკის“ ოჯახის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამლეს. მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ რუსეთის მიერ საკუთარი მოქალაქის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევით ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საკითხი. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, საჭიროა თუ არა, წესდების შესაბამისად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება“, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

სენატორების განმარტებით, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტო, რომ 2018 წლის მარტში ნერვული აგენტი „ნოვიჩოკი“, სერგეი სკრიპალის მოსაწამლადაც გამოიყენეს.

„აშშ-მა კვლავ უნდა აუხსნას რუსეთს, რომ მსგავსი მოქმედება მიუღებელია“, – აცხადებენ ამერიკელი სენატორები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს