დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის სატელევიოზიო დებატების შემდეგი რაუნდი შეცვლილი ფორმატით გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის სატელევიოზიო დებატების შემდეგი რაუნდი შეცვლილი ფორმატით გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება სატელევიზიო დებატების ორგანიზატორებმა მიიღეს.

მათი თქმით, დებატების პირველი რაუნდის დროს გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, რამაც დებატების სრულყოფილად ჩატარებას ხელი შეუშალა. განცხადების მიხედვით, კომისია დებატების შედეგებს შეისწავლის და მიღებულ გადაწყვეტილებას მალე გაასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები კლივლენდში 29 სექტემბერს გაიმართა. დებატები პიროვნულ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

ტრამპსა და ბაიდენს შორის მორიგი დებატები 15 ოქტომბერს შედგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს