სომხეთის თავდაცვის უწყება - საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია უცვლელია, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

„ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია უცვლელია. საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ფრონტის ხაზზე დაძაბულობა შენარჩუნებულია. ტაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მოწინააღმდეგემ სცადა გარკვეული გადაჯგუფების განხორციელება და სამხედროების გადაყვანა, რაც მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ნაწილებმა დროულად აღმოაჩინეს და აღკვეთეს,“- წერს ჰოვანისიანი.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა