„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კასპში სასათბურე ბიზნესი ფართოვდება

"საქართველოს ბანკი“ აგრომეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, კასპის სოფელ ხოვლეში ბოსტნეულის 2 სათბური აშენდა.

პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო ჭაბურღილი. მეწარმე სათბურში სეზონურად აწარმოებს ბოსტნეულს (ზაფხულში პომიდორი, ზამთარში მწვანილი), რის რეალიზაციასაც ძირითადად, თბილისის სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ობიექტებში ახდენს. სათბური 2018 წლიდან ფუნქციონირებს, იმ ინვესტიციით, რომელიც ბანკის მხრიდან იყო გამოყოფილი, სასათბურე ბიზნესი კიდევ უფრო განვითარდა. აღნიშნული სათბურის მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა 27 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი თანხა კი 20 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე სათბური 5 ადამიანს ასაქმებს.

„საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ბიზნესების რეგიონში განვითარებას, მათ შორის აგრომეურნეობის მიმართულებით. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კასპის სოფელ ხოვლეში სასათბურე ბიზნესი გაფართოვდა. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომელიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა