პაატა იმნაძე - ვიდრე ადამიანებს ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან?

ვიდრე ადამიანებს თვითონ, ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან? - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც იმნაძე ამბობს, კორონავირუსს მოსახლეობის უმრავლესობა უპრობლემოდ გადაიტანს, თუმცა დაავადება „მოწყვლად ჯგუფებს ამოარჩევს“.

„მეტი რა ვთქვა. ის, რაც გვერდზე ქვეყნებში ან შორს ხდებოდა, ამის მაგალითები ხომ იყო, ხომ ვიცით, რომ ეს დაავადება ასეთია. კი, ბატონო, 85% ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაიტანს, მაგრამ ამოარჩევს ვიღაც მოწყვლადს ჩვენს შორის და იმას მოკლავს, აუცილებლად მეზობელს ან ოჯახის წევრს უნდა მოუვიდეს, რომ გავიგოთ? რთულია სხვის მაგალითზე ისწავლო? აუცილებლად საკუთარ მაგალითზე უნდა ისწავლო?“,- განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად მოწოდებებისა, რომ ადამიანებმა წესები დაიცვან, საჭირო ხდება ქვეყანაში ლოკალური შეზღუდვების დაწესება.

„წერტილოვანი შეზღუდვები საჭირო ხდება იმიტომ, რომ მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, რომ ადამიანებმა თვითონ მოახერხონ, დაიცვან უმარტივესი წესები - ნიღაბი და დისტანცია, იძულებული ვხდებით, წერტილოვანი შეზღუდვები შემოვიღოთ. მაგრამ ქვეყნის ჩაკეტვა და იმ შეზღუდვების შემოღება ძალიან ადვილი იქნებოდა, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანა ჩაკეტილი იყოს. მთავარი არის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ დავიცვათ ელემენტარული წესები, ავადმყოფი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ განსაკუთრებით დავიცვათ ასაკოვნები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომ მათამდე არ მივუშვათ კორონავირუსი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის მეპატრონეებს არანაირი ჩაკეტვა არ დასჭირდებათ, სამსახურში რომ ყველა ავად გახდება, მომუშავე არ ეყოლება, იმას ჩაკეტვა რად უნდა?- განაცხადა იმნაძემ.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ