გერმანიამ ევროკავშირის არაწევრი 160 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მოგზაურობასთან დაკავშირებული საყოველთაო გაფრთხილება გააუქმა

გერმანიამ ევროკავშირის არაწევრი 160 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მოგზაურობასთან დაკავშირებული საყოველთაო გაფრთხილება გააუქმა, თუმცა თითოეული ქვეყნის შემთხვევის განხილვა ინდივიდუალურად მოხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანია გაფრთხილებას ძალაში ტოვებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გერმანიიდან ჩასული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის არიან: ავსტრალია, ჩინეთი, კანადა, რუანდა და ურუგვაი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით გერმანიამ ევროპის 11 ქვეყნისთვის მთლიანად ან ცალკეული რეგიონისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოაცხადა.

მაღალი რისკის ქვეყნებში მოხვდნენ ბელგია, ისლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია, საფრანგეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, ხორვატიის, სლოვენიის, უნგრეთისა და რუმინეთის ნაწილები.

ცნობისათვის, გერმანია მაღალი რისკის ჯგუფად თვლის ქვეყანას ან რეგიონს, სადაც ბოლო 7 დღის მანძილზე, 100 000 მოსახლეზე 50 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა