BTU ტექნოლოგიებში ქალთა როლის გასაძლიერებლად ვორქშოპებს საქართველოს სამ ქალაქში იწყებს

BTU ტექნოლოგიების მიმართულებით ქალთა ცნობიერების ამაღლებისთვის ვორქშოფებს თელავში, ქუთაისსა და ბათუმში აანონსებს. აღნიშნული ვორქშოფები ნაწილია იმ აქტივობებისა, რომელსაც უნივერსიტეტი „ინიციატივა 5.0–ის“ ფარგლებში ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების მიზნით ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს.

ვორქშოფზე დასასწრებად რეგისტრაცია პირველ ოქტომბერს დაიწყო. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელიც ცხოვრობს: თელავში, ქუთაისში და ბათუმში,(ვორქშოფი ბათუმში ჩატარდება დისტანციურ ფორმატში).

შეხვედრის მონაწილე წევრებს საშუალება ექნებათ სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღონ შემდეგი მიმართულებით:

  • თანამედროვე ტექნოლოგიური ტრენდები
  • პროგრამული უზრუნველყოფა
  • ვებაპლიკაციების შექმნა;
  • წამყვან პროგრამულ ენებზე მუშაობის გამოცდილება მათ შორის (HTML; CSS; JavaScript; Typescript; Angular; NodeJs)

პროექტში მონაწილე ყველა ბენეფიციარისთვის, შეხვედრა სრულად დაფინანსდება აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც გაივლის რეგისტრაციას ბმულზე.

აღნიშნული ვორქშოფი არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ტექნოლოგიებში ქალთა როლისა და შესაძლებლობების გასაზრდელად ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში BTU აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, მიღება 6 თვიან უფასო გადამზადების პროგრამაში მონაწილეობისთვის უკვე გამოაცხადა. შერჩეული ბენეფიციარებისთვის სრული დაფინანსებით განხორციელება 6 თვიანი ინტენსიური გადამზადების პროგრამა, ბანაკები/ვორქშოფები თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში(დისტანციურ ფორმატში), იდეათონი, შეიქმნება საგანმანათლებლო ვებ-პლატფორმა, მომზადდება პოდკასტები, მომზადდება ვიდეო გაკვეთილები, ჩატარდება ფორუმები, ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და სხვა აქტივობები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო