1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში შიდსის 418 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 418 აივ ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„მთლიანობაში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში 2020 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, 8520 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული, მათ შორის 6362 მამაკაცია და 2158 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1766 გარდაიცვალა .2020 წელს გარდაიცვალა 131 აივ ინფიცირებული.

1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, მკურნალობას იტარებს 5297 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში -3169 შემთხვევა (მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა ,2 -დაუდგენელი); სამეგრელოში -1168; იმერეთში 1020; აჭარაში- 974; აფხაზეთში- 529; კახეთში -427, ქვემო ქართლში -485; შიდა ქართლში -316; გურიაში -181; სამცხე-ჯავახეთში -113 და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო