„ცხინვალი 1920-ის" პრეზენტაცია დახურულ კინოჩვენებაზე შედგა

„ცხინვალი 1920“ დახურულ კინოჩვენებაზე ისტორიკოსებს, კონფლიქტოლოგებსა და დარგის ექსპერტებს გუშინ წარუდგინეს. სასტუმრო „თბილისში მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კინოჩვენების შემდეგ დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ გაეცვალათ მოსაზრებები როგორც ფილმის, ასევე, ზოგადად, ამ თემის გარეშემო - „ცხინვალი 1920-მა“ საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა მკვლევრების მხრიდან.

„ფილმი ქართულ ენაზეა გადაღებული და ინგლისურენოვანი სუბტიტრები ერთვის, უახლოეს მომავალში კი მისი რუსულად გახმოვანებაც იგეგმება. დახურული კინოჩვენების შემდეგ, „ცხინვალი 1920-ის" პრემიერა სატელევიზიო ეთერშიც გაიმართება და დოკუმენტური ფილმი ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის ონლაინსივრცეში ხელმისაწვდომი გახდება.

დოკუმენტური ფილმი, რომელზე მუშაობაც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ზუსტად 100 წლის წინ, 1920 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეხება. რა მოხდა სინამდვილეში 1920 წელს, ვის და რატომ სურს ისტორიული ფაქტების გაყალბება, ბოლშევიკების მიერ მოწყობილი პროვოკაციის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ჩახშობის გენოციდად წარმოჩენა და საქართველოს იმიჯის დაზიანება - ფილმი ამ კითხვებს მხოლოდ რეალური ფაქტებით, დოკუმენტური მასალების გამოყენებითა და დადასტურებული ისტორიული მოვლენების ანალიზით პასუხობს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა