ჟურნალ "გზასთან" ერთად, სერიის "ომებსა და ადამიანებზე" პირველი წიგნი "შინდლერის სია" გამოვიდა

1 ოქტომბრიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, გამოვიდა ახალი სერიის "ომებსა და ადამიანებზე" პირველი წიგნი "შინდლერის სია". წიგნი ჟურნალთან ერთად, სპეციალურ ფასადაა ხელმისაწვდომი.

თომას კენილის "შინდლერის სია" 8.00 ლარად გაიყიდება, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.

ომის­დრო­ინ­დე­ლი, ომ­გა­მოვ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა. რაც დრო გა­დის, სხვა­ნა­ი­რად ვუღ­რმავ­დე­ბით მათ ის­ტო­რი­ებს. სწო­რედ ლი­ტე­რა­ტუ­რაა მათ­თვის სა­უ­კუ­ნო სი­ცო­ცხლის შთა­ბერ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ისე­ვე რო­გორც ეს გერ­მა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ოს­კარ შინდლე­რის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და.

ოს­კარ შინდლერ­მა სა­კუ­თა­რი სი­სო­ცხლის ფა­სად, გა­ზის კა­მე­რე­ბის­გან იხ­სნა 1300 ებ­რა­ე­ლი და წუხ­და, რომ მე­ტის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო. ავ­სტრა­ლი­ელ­მა მწე­რალ­მა თო­მას კე­ნი­ლიმ მისი სა­ხე­ლი მკი­თხველ­თა და კრი­ტი­კოს­თა მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი რო­მა­ნის „შინდლე­რის სიით“ უკ­ვდავ­ყო. ამა­ვე რო­მა­ნის მი­ხედ­ვით ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რის სტი­ვენ სპილ­ბერ­გის მიერ გა­და­ღე­ბულ­მა ფილმმა კი შინდლე­რის სა­ხე­ლი და ჰუ­მა­ნუ­რი აქტი მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნო.

თო­მას კე­ნი­ლისშინდლე­რის სია გა­მოს­ვლის შემ­დეგ, არა­ერთ ენა­ზე ითარ­გმნა და მი­ლი­ო­ნო­ბით მკი­თხველ­მა გა­იც­ნო, თუმ­ცა ათო­ბით წე­ლია, პო­პუ­ლა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სი­ა­შია და მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ისევ არ ცხრე­ბა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა გა­და­წყვი­ტა, ახა­ლი სე­რია - „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ სწო­რედ ამ ნა­წარ­მო­ე­ბით და­ი­წყოს. პრო­ექ­ტი ომის თე­მა­ტი­კა­ზე, ომის ეპო­ქას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებს აერ­თი­ა­ნებს, რო­მელ­თა მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლია და რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მას­შტა­ბით დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და საიუბილეო წელს ახალი პროექტებით ხვდება: "დიდი ვიზუალური ენციკლოპედია", "ომებსა და ადამიანებზე", "ქართველები მსოფლიო ისტორიაში". გამომცემლობა აგრძელებს ლიტერატურულ თავგადასავალს და განაგრძობს სხვდასხვა ასაკისა თუ ინტერესის მკითხველისათვის ხელმისაწვდომი და საინტერესო გამოცემების შეთავაზებას.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა