5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 58 წლის მამაკაცს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში 58 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მამაკაცმა გასული წლის ზაფხულში 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ა.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 წელი განუსაზღვრა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა საქმეზე მოპოვებული ყველა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დადასტურდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის ა.ა.-მ 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ა.ა. წარდგენილ ბრალდებაში 13 მაისის გადაწყვეტილებით გაამართლა, რასაც პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა