ინდოეთში სკოლები და კინოთეატრები იხსნება

ინდოეთში კორონავირუსის გამო დახურული კინოთეატრები და საგამოფენო ცენტრები 15 ოქტომბრიდან გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამავე პერიოდიდან ქვეყანაში სკოლები და კოლეჯებიც გაიხსნება.

ნებადართული ხდება დახურულ სივრცეებში რელიგიური და პოლიტიკური ღონისძიებების გამართვაც, თუმცა შენობები მხოლოდ ნახევრად უნდა იყოს დატვირთული და ასევე შეკრებილი მოქალაქეების რაოდენობა 200-ს არ უნდა აჭარბებდეს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების მოხსნა იმ რაიონებს არ შეეხება, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია და იქ საკარანტინო რეჟიმი 31 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.

ცნობისათვის, ინდოეთში,გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 80 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში 6 300 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, აქედან დაღუპულია 98 708 პაციენტი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო