კახა კალაძე - გამოწვევები არის, თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა - ძალიან ბევრი იქნება სამუშაო მომდევნო 4 წლის განმავლობაში

არის გამოწვევები, თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა. ძალიან ბევრი იქნება სამუშაო მომდევნო 4 წლის განმავლობაში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოში ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არსებობს პროლემებიც.

„ბევრი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ყველა დარგი და მიმართულება ავიღოთ და ვნახავთ, რამდენი რამ არის გაკეთებული. დავიწყოთ განათლებით, ჯანდაცვით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით, ასევე სასამართლოს რეფორმა, რაც ჯერ დასრულებული არ არის, აუცილებელია მეოთხე ტალღა. საგარეო მიმართულებით გაკეთდა ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან. ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საქართველო დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია და მთავარი მიზანი, ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი. თუმცა არის გამოწვევები. თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა, არის ქვეყანაში პრობლემები - სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის გამოსასწორებელი, მითუმეტეს პადემიის ფონზე, რომელმაც სერიოზული პრობლემები შუქმნა მთლიანად მსოფლიოში. ძალიან ბევრი იქნება სამუშაო მომდევნო 4 წლის განმავლობაში“,- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო