მიხეილ ჩხენკელმა I-VI კლასის მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის პირველ გიმნაზიასა და ახალაშენებულ 220-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება პირადად მიულოცა.

„მინდა მთელი გულით მივულოცო დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დღეს დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში და სკოლის გარემოში გააგრძელეს სწავლის პროცესი. სასწავლო პროცესისთვის სასკოლო გარემო არის ბუნებრივი გარემო. ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში. ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის რეკომენდაციები, რათა ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა“,-აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში, ცხრა ძმის ქუჩა N58-ში თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდა. 350 მოსწავლეზე გათვლილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ფუნქციონირებს თანამედროვე სასწავლო სივრცეები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო რეკრეაციული ზონა. სკოლა აღჭურვილია უახლესი ავეჯითა და სასკოლო ინვენტარით – კომპიუტერული ტექნიკით, სასკოლო დაფების, მერხებისა და სკამების კომპლექტით.

„ახალი სკოლის მშენებლობა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება 4 062 718 ლარია.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ გორისა და ფოთის სკოლების ყველა კლასის მოსწავლეები. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მთელი აჭარის ტერიტორიაზე გრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები