„ევროპულმა საქართველომ“ ცესკოს პარტიული სია წარუდგინა

„ევროპულმა საქართველომ“ ცესკოს პარტიული სია წარუდგინა. როგორც პარტიის გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ სიაში კანდიდატთა თანმიმდევრობა პირობითია.

„ევროპული საქართველო“ არის ის პარტია, რომლისთვისაც მთავარი კრიტერიუმი არის ის, თუ რას ფიქრობს ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც წინა თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი სია არის პირობითი. ეს ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ, რაც გაირკვევა არჩევნევის შედეგები და გაიკვევა, ვის რა შედეგი ექნება შესაბამის ოლქში, საუკეთესო შედეგის მქონეები დაიკავებენ ადგილებს პარლამენტში. სია შედგება 150 კანდიდატისგან. ჩვენს სიაში ყოველი მესამე არის ქალი კანდიდატი. ჩვენ ვართ წინააღმდეგი კვოტირების და არა ქალებისა. ჩვენი აზრით, პოლიტიკაში უნდა იყოს იმდენი ქალი, რამდენსაც აქვს ამისი სურვილი და შესაძლებლობა”,- აღნიშნა გოგორიშვილმა.

მისივე თქმით, “ევროპული საქართველოს” პირობითი სიის პირველ ათეულში არიან: დავით ბაქრაძე, შალვა შავგულიძე, ელენე ხოშტარია, არმაზ ახვლედიანი, ტარიელ ნაკაიძე, ხათუნა გოგორიშვილი, სერგი კაპანაძე, გიგი წერეთელი, ირმა ნადირაშვილი, ბეჟან ბუცხრიკიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა