ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალური დასაქმების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანი, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება და შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაა.

„ჯანდაცვის მინისტრმა და ისრაელის ელჩმა საქართველოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს. მემორანდუმი საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ისრაელში უსაფრთხოდ და ლეგალურად იმუშაონ. ეს ის დეტალებია, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისათვის ცნობილი მას შემდეგ გახდება, როცა კონკრეტულად განხორციელების პროტოკოლზე და მექანიზმებზე შევთანხმდებით. ამის შემდეგ კი მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

„შეგახსენებთ, რომ დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა