ოთარ კახიძე - ივანიშვილს და სააკაშვილს სურთ შავ-თეთრი სურათი დახატონ, რომ თითქოს არის ორპოლუსიანი არჩევანი

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის თქმით, პარტია იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულებს იმ პუნქტებს, რომლებიც გაწერილია პარტიის ვალდებულებათა ბარათში.

ამავდროულად, კახიძემ აღნიშნა, რომ როგორც სააკაშვილი, ისე ივანიშვილი ცდილობენ დახატონ ორპოლუსიანი სურათი, თუმცა არჩევანი არსებობს და ეს არის „ევროპული საქართველო“, რომელიც ქუთაისსა და მთლიანად საქართველოს გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს.

„ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ეხება ქუთაისს, ამ ქალაქს, რაც მდგომარეობს პარლამენტის დაბრუნებაში ქუთაისში, „რაინეარის“ ბაზის გახსნაში „ვიზეარის“ ბაზის აღდგენასთან ერთად, რათა მილიონი ტურისტი შემოვიდეს ქალაქში. ჩვენ ასევე ვგეგმავთ გადასახადების შემცირებას, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ, რათა შემოვიდეს სიმდიდრე ქუთაისში.

რაც შეეხება იმას, თუ რას არ გავაკეთებთ, ძალიან მკაფიოა ჩვენი ხედვა, არჩევანი არ არის შავ-თეთრი, ივანიშვილსა და სააკაშვილს სურთ დახატონ ეს შავ-თეთრი სურათი, რომ თითქოს არის ორპოლუსიანი არჩევანი, არ არის ასე, „ევროპული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და ჩვენ, ასევე, პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩეველს და ვეუბნებით კონკრეტულად რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა