სააპელაციო სასამართლო ლაგოდეხში, 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 58 წლის მამაკაცის მიმართ გამოტანილ განაჩენზე ინფორმაციას ავრცელებს

ლაგოდეხში, 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 58 წლის მამაკაცის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

როგორც სასამართლოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მამაკაცმა ნათესავი - 5 წლის გოგონა ძალის გამოყენებით თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აიყვანა, სადაც ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

„2020 წლის 1 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა მცირეწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასასამართლოს 2020 წლის 13 მაისის გამამართლებელი განაჩენი ა.ა-ს მიმართ და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ მცირეწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმის კოლეგიური წესით განხილვების შედეგად სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2019 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ლაგოდეხის მუნიციპლიტეტის სოფელ უზუნთალაში, ა. ა-მა თავისი ნათესავი - 2014 წლის 8 იანვარს დაბადებული ე. კ-ა ძალის გამოყენებით აიყვანა თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სადაც ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის და ხარისხის გათვალისწინებით ა.ა-ს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა