ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის ასაცილებლად მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაჭრაა აუცილებელი.

„ ვგლოვობ უამრავი ადამიანის, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას, რომლებიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების მსხვერპლნი ხდებიან. ვერანაირი პოლიტიკური მოსაზრება ვერ ამართლებს ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების საშინელებას და ტანჯვას. მე ვთხოვ კონფლიქტის ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები. მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიძებნოს,“- აღნიშნულია მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო