ირაკლი კობახიძე - 40 მოქმედი დეპუტატია წარმოდგენილი სიაში,  ჩვენ გვეყოლება თვისობრივად და არსებითად გაძლიერებული  საპარლამენტო გუნდი

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის 150-კაციანი სია წარადგინა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიაში წარმოდგენილია როგორც პარლამენტის მოქმედი დეპუტატები, ასევე ახალი სახეები.

„ჩვენ გვეყოლება თვისობრივად და არსებითად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი ყველა მიმართულებით, მათ შორის საგარეო მიმართულებით, განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით და ა.შ. ესეც უნდა გახდეს საფუძველი ჩვენი საარჩევნო წარმატების. 40 მოქმედი დეპუტატია წარმოდგენილი სიაში 12 მაჟორიტარის ჩათვლით. დანარჩენი ახალი წევრები იქნებიან საქართველოს პარლამენტში. ოცეულის შემდეგ ძირითადად წარმოდგენილი არიან კომიტეტების ხელმძღვანელები, მათ შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და რამდენიმე კომიტეტის ხელმძღვანელები“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა