ვაკის რაიონში 7 მისამართზე ფიტნეს ზონები მოეწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო მოედნების მოწყობა სხვადასხვა მისამართზე გრძელდება.

ამ დროისთვის, რაიონის მასშტაბით, შვიდი ფიტნეს ზონა მოეწყო შემდეგ მისამართებზე: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N2-3 კორპუსების მიმდებარედ; პოლიტკოვსკაიას N9-ს მიმდებარედ; ალ. ყაზბეგის N34; ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N2 კორპუსის მიმდებარედ; ნუცუბიძის III მ/რ-ის II კვარტლის N6 კორპუსის მიმდებარედ; ჭავჭავაძის N49 ა-ს მიმდებარედ; ლორთქიფანიძის N34ა-ს მიმდებარედ.

„ ადგილობრივ მცხოვრებლებს რამდენიმე მისამართზე ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

თითოეულ მოედანზე გადახურულ სივრცეში რბილ საფარზე 8-8 ახალი დიზაინის სავარჯიშო ტრენაჟორია დამონტაჟებული. ტრენაჟორებს აქვს სიმძლავრის დარეგულირების ფუნქცია, ასევე USB-პორტები.

ფიტნეს ზონების პროექტების ჯამური ღირებულება 192 000 ლარს შეადგენს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა