ანა მიქელაძის განცხადებით, დღეს, 18:00 საათზე იწურება რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, დღეს, 18:00 საათზე იწურება რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა. მისივე ინფორმაციით, ცესკო-ში 32-მა საარჩევნო სუბიექტმა შეიტანა პარტიული სია და ამ დროისთვის 2 პარტიული სია არის რეგისტრირებული.

„კანონმდებლობის თანახმად, პარტიული სიების შემოტანის შემდეგ, იწყება ამ სიების შემოწმების პროცესი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური შეამოწმებს აღნიშნულ სიას და საქართველოს კანონმდებლობასთან ამ სიისა და დოკუმენტაციის თანხვედრას და დასკვნას ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგენს არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა. ამის შემდეგ, არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა ცესკო-ს თავმჯდომარე მიიღებს გადაწყვეტილებას, გაატაროს პარტიული სია რეგისტრაციაში იმ შემთხვევაში, თუკი ის შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო თუ არ შეესაბამება კანონმდებლობას, მაშინ დადგინდება ხარვეზი და პარტიას კანონმდებლობით მიეცემა მაქსიმუმ 3 დღე, რომ გამოსწოროს აღნიშნული ხარვეზი.

უკვე ორია დარეგისტრირებული პარტია, ერთია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და მერე არის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს