გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - დაბა მანგლისში ადგილობრივები და დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაციას აქტიურად განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებები მიღება ხვალ სრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 24 თვეში უნდა დაასრულოს, პროექტის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონ ლარამდეა.

„დღეის მდგომარეობით, მანგლისის მოსახლეობის 15%-ს წყალი 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება, დანარჩენ ნაწილს კი, დღეში 12-14 საათით. დაბაში არსებული წყალმომარაგების ქსელის 60% ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, ხშირია წყლის დანაკარგები.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის არსებულ სათავე ნაგებობას და გაიზრდება სასმელი წყლის დებიტი, მოძველებული ქსელი ახლით ჩანაცვლდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა მანგლისის 3 000-მდე მაცხოვრებელი და კურორტზე ჩასული დამსვენებლები 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

დაბა მანგლისში კომპანიის აბონენტების გამრიცხველიანების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის - I ეტაპის სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სათავე ნაგებობა, ამორტიზებული ქსელის ნაწილი ახალი სისტემით შეიცვალა. გამრიცხველიანდა მოსახლეობა, გაიზარდა წყლის ტებიტი. აღნიშნული პროექტის განხორციელებამდე ადგილობრივ მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით 2-3 საათით მიეწოდებოდა“, - ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო