ირაკლი კობახიძე - მარტივად არ შეიძლება ადამიანის შეგდება თუნდაც წინასწარი მოთავსების იზოლატორში

მარტივად არ შეიძლება ადამიანის შეგდება თუნდაც წინასწარი მოთავსების იზოლატორში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ბოლო დროს თბილისში, მარნეულსა და ბოლნისში მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისში, ბოლნისსა და მარნეულში მძიმე ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება.

„გამოძიების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა 2012 წლის შემდეგ, მარტივად არ შეიძლება ადამიანის შეგდება თუნდაც წინასწარი მოთავსების იზოლატორში.

აქედან გამომდინარე, გარკვეული დრო სჭირდება გარემოებების დადგენას, ეს გარემოებები ძალიან მალე დადგინდება. დღეს-ხვალ ყველაფერს მოეფინება ნათელი. შესაბამისად იქნება რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, მათ შორის მარნეულზე, ბოლნისზე და თბილისზეც. სამი სხვადასხვა მძიმე ინციდენტი იყო, თბილისში, ბოლნისსა და მარნეულში. სამივე შემთხვევაში უნდა დადგეს შესაბამისი რეაგირება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა