ირაკლი კობახიძე - გვაქვს დათვლილი 5 ათეული ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და რეგისტრირებულნი არიან, როგორც დამკვირვებლები

გვაქვს დათვლილი 5 ათეული ე. წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისინი არიან რეგისტრირებულნი, როგორც დამკვირვებლები,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ძალიან სამწუხარო პრაქტიკა, რომლის წინააღმდეგ კანონმდებლობაში მათ რეგულაციების შეტანაც სურდათ.

„საქართველოში სამწუხაროდ, დანერგილია პრაქტიკა, როცა ათეულობით „არასამთავრობო ორგანიზაცია“ იქმნება იმისათვის, რომ დააკვირდნენ არჩევნებს. სინამდვილეში, ეს არის პარტიული რესურსი და პარტიული რესურსის მობილიზაციის საშუალება. ეს არის ძალიან სამწუხარო პრაქტიკა. ჩვენ გვაქვს დათვლილი 5 ათეული ასეთი ორგანიზაცია - ე. წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისინი არიან რეგისტრირებულნი, როგორც დამკვირვებლები. ეს არის ძალიან სამწუხარო პრაქტიკა, ჩვენ ვცადეთ ამის წინააღმდეგ რეგულაციების შეტანა კანონმდებლობაში, თუმცა, ამის წინააღმდეგ წამოვიდა სწორედ ოპოზიცია“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა