გრიგოლ გეგელია - ჩვენი პატრიოტი პროფესიონალების გუნდმა შექმნა „მარშალის გეგმა", რომელიც ქვეყნის განვითარების ყველაზე საქმიანი და რეალური გეგმაა

„ლელომ“ შექმნა ახალი ფურცელი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. ჩვენი პატრიოტი პროფესიონალების გუნდმა შექმნა „მარშალის გეგმა", რომელიც არის ქვეყნის განვითარების ყველაზე საქმიანი და რეალური ალტერნატივა, კონკრეტული ხედვებით ქართული საზოგადოების უმთავრეს გამოწვევებზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ პარტიული სია სიახლეს ასახავს.

„ჩვენ პოლიტიკურ დღის წესრიგში დავაბრუნეთ ადამიანი, როგორც პოლიტიკის ცენტრი და ერთიანი, ძლიერი ეროვნული სახელმწიფო, როგორც პატრიოტული მიზანი.

„ლელოს" პარტიული სია, რომელიც საქართველოს საზოგადოებას ჯერაც არნახული მასშტაბებით სთავაზობს ახალ სახეებს, გამოცდილებას და პროფესიონალიზმს, ნათლად ასახავს იმ დიდ სიახლეს, რომელსაც "ლელო" ეწოდება.

სწორედ ეს განახლების წყურვილი გაიმარჯვებს წლევანდელ არჩევნებზე, იმისათვის რომ გაიმარჯვოს ჩვენმა სამშობლოს და თითოეულმა ადამიანმა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

აღნიშნულ კომენტარს „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო