აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები მხარეებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

აშშ, საფრანგეთი და რუსეთი დაპირისპირებულ მხარეებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებენ.

„დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტისკენ. ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს მოვუწოდებთ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით დაუყონებლივ განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები, კეთილსინდისიერად და წინაპირობის გარეშე,“– ნათქვამია სამი ლიდერის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბრის შემდეგ დაიძაბა. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა