ამირან გამყრელიძე - კვლავ ცხელ წერტილად რჩება აჭარა - მეტ ყურადღებას ვიჩენთ იმერეთის მიმართ, სადაც დღეს კორონავირუსის 96 შემთხვევა დაფიქსირდა

უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენთ იმერეთის რეგიონის მიმართ, სადაც დღეს დაგვფიქსირდა 96 ახალი შემთხვევა. ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით თბილისში ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებების გატარებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ცხელ წერტილად კვლავ აჭარის რეგიონი რჩება.

„კვლავ ცხელ წერტილად რჩება აჭარა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით სერიოზული მხარდაჭერაა. აჭარაში დროებით იმყოფება პაატა იმნაძე და ეპიდემიოლოგების დიდი ჯგუფი, რომლებიც ეხმარებიან აჭარას PCR ტესტირებაში 2 ლაბორატორიის ბაზაზე და ასევე, აქტიურად არიან ჩართული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაში. უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენთ იმერეთის რეგიონის მიმართ სადაც დღეს დაგვფიქსირდა 96 ახალი შემთხვევა. ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით თბილისში ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჩატარებული ტესტირებების რაოდენობაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 1 მილიონ მოსახლეზე ჩატარებული ტესტირებების რაოდენობა ევროკავშირის შუალედური მაჩვენებელია.

„ქვეყანაში ჩატარებულია 650 000-მდე PCR ტესტირება, ამას ემატება, 340 000-მდე სწრაფი ტესტი. 1 მილიონ მოსახლეზე ჩვენი PCR ტესტირება არის 174 000, რაც ევროკავშირის შუალედური მაჩვენებელია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო