დავით უსუფაშვილი - 8 წლის წინ ქვეყანამ დაიწყო სვლა წინ, შემდეგ შეჩერდა და მერე უკვე უკუსვლით დაცურდა - დაქანცული და წარუმატებელი „ქართული ოცნება“ „იმსახურებს“ დასვენებას და ოპოზიციაში წასვლას

8 წლის წინ, 1-ელი ოქტომბრიდან ქვეყანამ დაიწყო სვლა წინ, შემდეგ ცოტა არ იყოს, შეჩერდა და შემდეგ უკუსვლით დაცურდა, ისევ არასწორი მიმართულებით - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ახალი პროგრამა ისეთივე საჭიროებებზეა აგებული, რაც 2012 წელს იყო, რადგან მას 8 წლის განმავლობაში პრობლემები არ მოუგვარებია.

„ქართული ოცნება“ 8 წლის წინაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს ებრძოდა და ახლაც მას ებრძვის. 8 წლის წინაც სიღარიბის დაძლევას გვპირდებოდა და დღესაც სიღარიბეშია ქვეყანა. ეკონომიკურ აღმავლობას გვპირდებოდა და ახლაც ამას გვპირდება, იმიტომ რომ ეს ვერ მოხდა. დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას, სასამართლოსადმი ნდობას და პროკურატურის დეპოლიტიზებას გვპირდებოდა და ვერ მოხდა და 8 წლის შემდეგ ისევ იქ ვართ. ხელისუფლება ისევე გაერთო თვითტკბობაში, როგორც მისი წინამორბედები. ეს დაიწყო 2014-2015 წლების მიჯნაზე. 2016 წელს მიიღო შეუქცევადი ხასიათი და 8 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ დაღლილი, დაქანცული და უმეტესწილად, წარუმატებელი, იმსახურებს დასვენებას და ოპოზიციაში წასვლას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის პირველ რიგში პარტიის ლიდერის ივანიშვილის ბრალი.

„ასევე იმ ადამიანების ბრალი, ვინც გადაწყვიტა, რომ მათ ფრთებქვეშ იყვნენ შეყუჟულები და პასუხისმგებლობა არაფერზე არ აიღონ. ძალიან მალე ეს ხალხი გვეტყვის, რომ „რა გვექნა, ის არ გვაძლევდა ამის საშუალებასო“. საქართველოში არცერთ ხელისუფლებას 2 ვადაზე მეტი არ უხელისუფლია, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის და როგორიც არ უნდა ყოფილიყო. 8 წელი საკმარისია, რომ პოლიტიკურმა გუნდა აჩვენოს, რა შეუძლია და ამ გუნდმა გვაჩვენა, რომ შეუძლია გულში ჩახუტება ძალაუფლების და მისი არ გაშვება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება