დავით უსუფაშვილი - „ლელო“ მყარად არის მესამე პოლიტიკური ძალა, „ქართულ ოცნებას“ კი აქვს რესურსი პარლამენტში შექმნას საინტერესო ოპოზიციური დაჯგუფება

„ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი მომავალ პარლამენტში შექმნას საკმაოდ საინტერესო ოპოზიციური დაჯგუფება, - ასე გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მმართველ პარტიას მე-10 მოწვევის პარლამენტში 100 დეპუტატით შესვლის რესურსი აქვს.

უსუფაშვილის თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტს, მე-8 მოწვევის პარლამენტი ცალსახად სჯობდა, მაგრამ მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება უფრო კარგი.

რაც შეეხება თავად მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებას, უსუფაშვილის თქმით, სინამდვილეში პარლამენტი ქვეყანას არ ჰყოლია.

„მე-8 მოწვევის პარლამენტიც სანახევროდ პარლამენტობდა, მაგრამ მე-9 მოწვევის პარლამენტი არ გვყოლია. პარლამენტი არის კამათის ადგილი, სადაც ადამიანები სხვადასხვა საკითხზე კამათობენ, ერთმანეთის რაციონალურ მოსაზრებებს აჯერებენ და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ. განვლილი 4 წლის განმავლობაში შემახსენოს ვინმემ ერთი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში დებატებისა და კამათის შედეგად ადამიანები დასხდნენ და თქვეს, რომ თქვენ ამას ამბობთ სწორად, თქვენ ამას და ახლა ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, როგორც უსუფაშვილი ამბობს, პარტიის შიდასარგებლობისთვის ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღეს „ლელო“ მყარად არის მესამე პოლიტიკური ძალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო