გია ვოლსკის განცხადებით,“ქართული ოცნების“ პარტიულ  სიაში სოფო კილაძის არყოფნა არ ნიშნავს, რომ “კილაძე პარტიისგან შორს არის“

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “ქართული ოცნების“ პარტიულ საარჩევნო სიაში მისი კოლეგის, სოფო კილაძის არყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ “კილაძე პარტიისგან შორს არის“.

“ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რა მიზეზით არ მონაწილეობს კილაძე 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში, ვოლსკიმ აღნიშნა, - “იქნებ რაღაც გეგმებია მასთან დაკავშირებით“.

“პარტიულმა ორგანიზაციამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოფო კილაძე არის შორს. სოფო კილაძე არის “ქართული ოცნების“ წევრი და ის თუ, რა გადაწყვეტილება იქნება მასთან დაკავშირებით მიღებული, არის მომავლის საკითხი“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია დღეს წარადგინა. 150-კაციან სიაში “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე წარმოდგენილი არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო