დავით უსუფაშვილი - არჩევნების წინ ძალიან მგრძნობიარე თემებს გამოაგორებენ ხოლმე -  ვინც ახლა დაიწყო  დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება, მას ჰქონდა დაგეგმილი თვეებით ადრე, როგორც პიარ-სვლა

ვინც ახლა დაიწყო დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება, მას ჰქონდა დაგეგმილი თვეებით ადრე, როგორც პიარ-სვლა , - ასე გამოეხმაურა დავით გარეჯის საკითხს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ დავით გარეჯი კი არ აინტერესებთ - უდიდესი მნიშვნელობის თემა საქართველოში, მათ აინტერესებთ საკუთარი ხმები.

„არჩევნების წინ ძალიან მგრძნობიარე თემებს გამოაგორებენ ხოლმე, რომელიც შესაძლებელია თავისთავად გამოსაძიებელია. დავით გარეჯთან დაკავშირებით შეკითხვები თუ არსებობს, ეს უნდა გამოვიძიოთ და პოლიცია და პროკურატურა ამისთვის არსებობს, მაგრამ პოლიცია და პროკურატურა იმისთვის არ არსებობს, რომ 8 წლის განმავლობაში, როცა მათ ხელში იყო თუ რამე გამოსაძიებელი იყო, არ გამოეძიებინათ და არჩევნებამდე გამოძიება დაეწყოთ. საპრეზიდენტო არჩევნები იყო ასე იქცეოდნენ, 2016 წლის არჩევნები იყო, ასე იქცეოდნენ. ამ დროს გაახსენდებათ ხოლმე საზოგადოებრივად მგრძნობიარე თემები“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო