სულხან სალაძე ძალადობის ფაქტებზე - სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავ, საგამოძიებო უწყებები მოწადინებულები იყვნენ, რომ ეს საქმეები იყოს გამოძიებული, რაც დაღს ასვამს მმართველ პარტიას

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის სულხან სალაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის ძალადობის ფაქტების გამოძიებისთვის მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნება არ არსებობს.

როგორც სალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობა დაღს მმართველ გუნდს ასვამს, მიუხედავად იმისა, „ქართული ოცნების“ დაგეგმილია, თუ ოპოზიციური პარტიების.

„გამოძიება რაზეც დაიწყო, ჩვენ ხელშესახები შედეგი არ მიგვიღია. ეს არ არის ყაჩაღობა ან ისეთი მასშტაბის დანაშაული, რომლის გამოძიებაც რთულია. გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ არ შეიძლება 3 კვირის წინ მომხდარ ფაქტზე ხელშესახები შედეგი არ გვქონდეს. როდესაც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი ლაპარაკობს, რომ მისი პარტიის წევრს დაემუქრნენ პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებაზე, ამას ბევრი რამ სჭირდება, როდესაც სახელსა და გვარზე და კონკრეტული პირის პოსტზეა საუბარი? ეს არაა იმ კატეგორიის საქმე, რომ როგორც მინიმუმ შუალედური შედეგი არ გვქონდეს. ამიტომ, ჩემი შეფასებით, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა პოლიტიკური ნება. მე, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავ, რომ საგამოძიებო უწყებები იყვნენ მოწადინებულები, რომ ეს საქმეები იყოს გამოძიებული. ეს დაღს ასვამს, პირველ რიგში, მმართველ პარტიას და არა ოპოზიციურ გაერთიანებებს, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ შემთხვევებს ოპოზიცია გეგმავს, თუ მმართველი პარტია“,- განაცხადა სალაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა