დავით გარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ოფისსა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა

დავით გარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერ მელაშვილის ოფისსა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა.

როგორც მელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფართობების გადაცემა ან, რაღაცის დათმობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, გამორიცხულია. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი არც ძველ კომისიაში მომხდარა და არც ახალში არ მოხდება.

,,ჩხრეკა ჩაატარეს სახლში, შემდეგ სამუშაო ოთახში. ყველანაირ მასალას ეძებდნენ, წაიღეს უამრავი მასალა შესწავლის მიზნით. მოგეხსენებათ, რომ პროკურატურას აღძრული აქვს საქმე და დაწყებულია გამოძიება. რუკები, შეთანხმების ოქმები, სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები. განახორციელეს ჩხრეკა და არ ვიცი შემდგომ რა მოქმედებები ექნებათ. ის შემიძლია ვთქვა, რომ რაც ამ ბოლო დროს გავრცელდა, რომ ფართობების გადაცემა და რაღაცის დათმობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ამისთანა რამ გამორიცხულია. არც ძველ კომისიაში მომხდარა ასეთი და არც ახალში, იმედია, არ მოხდება ამისთანა. წარმოუდგენელია",- განაცხადა ივერ მელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა